გერმანია – უნგრეთის წუხანდელმა ფრემ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირების გაგრძელება აუწყა: ერთერთ მერვედფინალურ წყვილად გერმანია vs ინგლისი მივიღეთ.
ინგლისისა და გერმანიის ქიშპობას საფუძველი 1966 წელს, სწორედ იქ დაედო, სადაც მომავალი მატჩი შედგება – „უემბლიზე“. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა 4:2 მოიგო, მაგრამ თამაშის ბედი დიდწილად აზერბაიჯანელი თანამსაჯის, ტოფიკ ბახრამოვის მიერ, დამატებით დროში ჩათვლილმა გოლმა გადაწყვიტა. ბახრამოვმა მიიჩნია, რომ ხარიხიდან ჩამოვარდნილმა ბურთმა კარის ხაზის გადაკვეთა და ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ კადრი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით ათასნაირად დაშლეს, დღემდე საკამათოა.
ბოლოს, დიდი ტურნირზე, ინგლისელები და გერმანელები ერთმანეთს 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდნენ, სადაც ბუნდესმანშაფტმა მეტოქე დაჩაგრა – 4:1.
ევროპის ჩემპიონატებზე კი ეს ორი გუნდი 2000 წელს, ბელგიის ქალაქ შარლერუაში შეხვდა ერთმანეთს. ის თამაში ინგლისმა ალან შირერის გოლის 1:0 მოიგო. ვიცით, რომ იმ დღეს შარლერუა ოკუპირებულ ქალაქს ჰგავდა, რადგან ბელგიის ყველა სპეცდანიშნულების რაზმი სადგურის ბაქნიდან მოყოლებული მის ქუჩებში იყო მობილიზებული. ქალაქში სტუმრად ჩავიდა უამრავი ინგლისელი ფანი, რომელთა დიდი ნაწილი სტადიონზე ვერ მოხვდა და ბარებში შეგროვდა. მათ ეს ბარები შემდეგ დალეწეს. იყო ჩხუბები და მასობრივი დაჭერები.
ინგლისის და გერმანიის ბოლო შეხვედრა 2017 წელს გაიმართა. ეს იყო ამხანაგური მატჩი, რომელიც დასრულდა 0:0…
ამ დიდი დაპირისპირების გაგრძელებას 29 ივნისს, ლონდონში ვნახავთ