შავი ამბები იუვეში! მინუს 15 ქულა

Foto LaPresse - Marco Alpozzi 15 Dicembre 2018 Torino, Italia Sport Calcio ESCLUSIVA TORINO FC Torino vs Juventus - Campionato di calcio Serie A TIM 2018/2019 - stadio Olimpico Grande Torino. Nella foto: Paratici, Nedved, Agnelli Photo LaPresse - Marco Alpozzi December 15, 2018 Turin, Italy sport soccer EXCLUSIVE TORINO FC Torino vs Juventus - Italian Football Championship League A TIM 2018/2019 - Olimpico Grande Torino stadium. In the pic: Paratici, Nedved, Agnelli

დიდი ამბებია იტალიაში: ფინანსური მაქინაციების გამო, ტურინის იუვენტუსს 15 ქულა ჩამოაკლეს და ახლა გუნდი მე-10 ადგილზეა სერია ა-ში…

ეს Sky Sports-მა და იტალიაშიც ყველა ცნობილმა წყარომაც დაწერა. სხვა კლუბებზეც იყო ბრალდება, მაგრამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) ისინი არ დასაჯა. რა თქმა უნდა, ფედერაციამ სასამართლო ორგანოების ჩატარებული ძიების საფუძველზე იმოქმედა.

იუვეს ხელმძღვანელობას ბრალად ედებოდა ფეხბურთელთა სატრანსფერო თანხის გაბერვა, ასევე კლუბის პერსონალის ხარჯების შესახებ მონაცემების გაყალბება, ფეხბურთელთა რეალური ხელფასების დამალვაც…

იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ორი თვის წინ დატოვა თანამდებობა. მას ფეხბურთში 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს… ცნობილი ჩეხი პაველ ნედვედი (კლუბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი) 8 თვით ჩამოაშორეს ფეხბურთს, ხოლო ყოფილი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი 2,5 წლით…

პარატიჩი ბოლოს ტოტენჰემში მუშაობდა. ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას შეძნა სურდა ჯერ იუვეში, შემდეგ კი ტოტენჰემშიც.

მოკლედ, იუვენტუსში დიდი ამბებია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *