ფედერიკო კიეზამ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. კერძოდ, მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები დაუზიანდა, ოპერაცია დასჭირდება და საკმაო დრო გაუცდება: იუვენტუსის ექიმებს ვადა არ უთქვამთ, მაგრამ ზოგადად ასეთი ტრავმები მინიმუმ 5-6 თვიანია და უნდა ვივარაუდოთ, რომ კიეზასთვის სეზონი დასრულდა.
იტალიელი შემტევი რომასთან 4:3 მოგებულ მატჩში დაშავდა შეჯახებისას.
არა მხოლოდ იუვესთვის, კიეზას გამოკლება დიდი დარტყმაა იტალიის ნაკრებისთვის, რომელსაც მარტში მსოფლიოზე გასასვლელი ფლეი-ოფი ელის ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან. და თუ მოიგო, ფინალში პორტუგალია-თურქეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.