ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა… 85 წლის ასაკში. მაგარი თბილისის დინამოს მაგარი თავდამსხმელი, ტაშკენტის ოქროს ბიჭების წარმომადგენელი 1964 წელს, რომლებიც ისტორიაში პირველად გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები.
გაგრაში დაბადებული სიომა ბარქაია, რომელიც დინამოშიც ფიგურა იყო და ფიგურა იქნებოდა საბჭოეთის ნაკრებშიც, მაგრამ იქ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. აქედან ერთში დუბლიც შეასრულა, დანიასთან 6:0 მოგებულში. და დუბლის გამკეთებელი კაცი მერე როგორ აღარ ჰყავდათ ნაკრებში, თავად განსაჯეთ.
თუმცა სიომა ბარქაია არ წუწუნებდა, თავმდაბალი კაცი იყო. უბრალოდ, ნახეთ სარბიელის პოდკასტი და დარწმუნდებით… აქ ბევრ საინტერესო ამბავს ჰყვება.
პელე გარდაიცვალა და მასზეც ჰყვება. ნათამაშევი აქვს პელეს წინააღმდეგ: სსრკ-ბრაზილია 0:3…
და კიდევ, შემორჩენილია უნიკალურ ფოტო, დინამოსა და ბელგიურ ლა განტუაზს შორის ამხანაგური თბილისში, ბარქაია ნახევარი გუნდის წინააღმდეგ და ფინტებით დაწვენილი ჰყავს ისინი.
„ბარქაიას პლაჟი“ – ასე ჰქვია იმ ფოტოშედევრს.