დიდი კაცი – როგორ დაეხმარა მანე უცნობ ოჯახს

სადიო მანეს ქველმოქმედების შესახებ არაერთხელ დაწერილა და სავარაუდოდ კიდევ დაიწერება. მანემ უცხო ადამიანების დახმარებით თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.

აფრიკის თასის 1/8 ფინალში, სადაც სენეგალმა კაპო ვერდეს 2:0 მოუგო, მანემ ტვინის შერყევა მიიღო და მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 29 წლის ფორვარდმა იქვე მყოფი პატარა გოგონას შესახებ გაიგო, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ოჯახს უსახსრობის გამო მკურნალობის საშუალება არ ჰქონდა. მანე მათ შეხვდა, სიტუაცია დეტალურად გამოკითხა და გოგონას მკურნალობა თავიდან ბოლომდე დააფინანსა.

ზოგადად მანე საკმაოდ ქველმოქმედია, მან სენეგალში სკოლები და საავადმყოფოები ააშენა და არაერთ გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა.

რაც შეეხება მანეს და აფრიკის თასს, ლივერპულის შემტევმა თანამემამულეებთან ერთად კონტინენტის პირველობა მოიგო. სენეგალი ფინალში ეგვიპტის ნაკრებს შეხვდა და მატჩი 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სენეგალმა 4:2 მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published.