ჯანლუიჯი ბუფონის კიდევ ერთი დიდი მიღწევა: მე-500 მშრალი მატჩი კარიერაში.
ბუფონი ისტორიაში პირველი მეკარეა, რომელმაც ამას მიაღწია. 500 მართლაც ძალიან ბევრია. „საიუბილეო“ გამოდგა სერია ბ-ს მატჩი პარმა-ბენევენტო – 0:0.
44 წლის ჯიჯი ასევე რეკორდსმენია სერია ა-ში ჩატარებული მატჩების მიხედვით (632) და 27 ტიტულიც აქვს. რაც დააკლდა, ყველამ ვიცით: ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო…
500-დან ბუფონმა 322 მშრალი მატჩი იუვენტუსში ჩაატარა, 92 პარმაში, 77 იტალიის ნაკრებში და 9 პსჟ-ში.