ბათუმი-აკადემია 28:13
ბათუმი: 4ლ – ფუტკარაძე, მამრიკიშვილი, ქადარია (2). 2ს,გ – მ.ნინიძე
სინბინი: კოპაძე
აკადემია: ლ – ბერიკაშვილი. 2ს,გ – მოძღვრიშვილი
სინბინი: გვარამია, ფესვიანიძე
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე
აია-ყოჩები 31:12
აია: 5ლ – მამათავრიშვილი, აბრამიშვილი, ჯინჭარაძე, ფურცხვანიძე, საჯარიმო. 2გ – გ.ბაბუნაშვილი
სინბინი: კლიდიაშვილი, სინაურიძე, აქუბარდია, ჯულიხაძე
ყოჩები: 2ლ – მალაღურაძე, რეხვიაშვილი. გ – რეხვიაშვილი
სინბინი: გენებაშვილი, ჭიჭინაძე
მსაჯი: შოთა თევზაძე
საქართველოს ჩემპიონატის ფინალში, რომელიც 12 ივნისს ქუთაისში გაიმართება, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმი მასპინძელ ქუთაისის აიას დაუპირისპირდება.
ბათუმელებმა ნახევარფინალში შინ მიიღეს თბილისის აკადემია და 28:13 დაამარცხეს. სტუმრებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც ფრედ 13:13 დასრულდა. შესვენების შემდეგ ზღვისპირელებმა სამი უპასუხო ლელო გაიტანეს და ტიტულის შენარჩუნების შანსი დაიტოვეს.
ბათუმელების მომდევნო მეტოქემ, ქუთაისის აიამ კი, ასევე შინ სძლია ბოლნსის ყოჩებს – 31:12. მასპინძლებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 24:5 მოიგეს. შესვენების შემდეგ გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს და აია ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.
მესამე ადგილისთვის მატჩში, რომელიც თბილისში 11 ივნისს გაიმართება, აკადემია ყოჩებს დაუპირისპირდება.