დიდი ფული!.. არსენალს ახალი ვიეირა ჰყავს

ლონდონის არსენალმა 40 მილიონი ევრო გადაიხადა პორტუგალიელ ფეხბურთელში: პორტუდან იყიდა ფაბიო ვიეირა.

ვიეირა 22 წლისაა, შემტევი ნახევარმცველია და გასულ სეზონში კარგი სტატისტიკა ჰქონდა: 7 გოლი, 16 საგოლე პასი. გოლების რიცხვი ვერ მოგხიბლავს, მაგრამ ასისტები – ოო…

ვიეირა და არსენალი. ადრე იყო ფრანგი პატრიკ ვიეირა და რას წარმოადგენდა ლონდონელებისთვის, ამაზე წერა ზედმეტია. ვნახოთ ფაბიო ვიეირაც.

არსენალისთვის ეს სეზონში მეორე ტრანსფერია. პირველი იყო 19 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი მარკინიოსი სან-პაულოდან.

Leave a comment

Your email address will not be published.