ნბა-ს მიმდინარე სეზონში „დალას მავერიქსმა“ წარუმატებლად იასპარეზა პლეიოფის სტადიაზე.
ტექსასურმა კლუბმა პირველივე რაუნდში 3:4 წააგო საპლეიოფო სერია „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ და ნაადრევად გამოეთიშა ტურნირს.
„დალასს“ ნბას- ჩემპიონის ტიტული ერთადერთხელ აქვს მოგებული – დირკ ნოვიცკის ლიდერობით „მავერიქსმა“ 2011 წელს ფილანურ სერიაში „მაიამი ჰიტი“ დაამარცხა, ამის შემდეგ კლუბმა მომდევნო 10 წლის განმავლობაში ერთი საპლეიოფო სერიაც კი ვერ მოიგო.
გუნდის მფლობელმა მარკ კუბანმა გადაწყვიტა რომ ცვლილებების დრო მოვიდა და პროცესიც დაიძრა.
23 წლიანი მმართველობის შემდეგ გენერალური მენეჯერის პოსტი დატოვა დონ ნელსონმა. 58 წლის სპეციალისტმა გუნდში გავლენა 2018 წელს დაკარგა, როდესაც კუბანმა დირექტორის თანამდებობაზე მოიყვანა ბობ ვულგარისი.
ამერიკული პრესის ინფორმაციით გენერალურ მენეჯერს და დირექტორს შორის „ცივი ომი“ მიმდინარეობდა 3 წლის განმავლობაში, რამაც კლუბზე ძალიან იმოქმედა.
ნელსონის განთავისუფლება ვულგარისს „დაბრალდა“, თუმცა ამ მოვლენებიდან 24 საათში მარკ კუბანმა ბობიც გაუშვა სამსახურიდან.
მოვლენათა ასეთი განვითარება აღარ მოეწონა „დალასის“ მთავარ მწვრთნელ რიკ კარლაილს, რომელმაც ასევე გადაწყვიტა კლუბში 13 წლიანი მუშაობის შემდეგ დაეტოვებინა პოსტი, არადა რიკს მოქმედი კონტრაქტით კიდევ 2 წელი ქონდა დარჩენილი.
ამერიკულ პრესაში კარლაილს უკვე უკავშირებენ ისეთ კლუბებს, როგორებიცაა „ბოსტონი“, „ინდიანა“, „ორლანდო’, „ვაშინგტონი“ და „ნიუ ორლეანი“.
„მავერიქსის“ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება ჯამალ მოზლი, რომელსაც ლუკა დონჩიჩის დიდი მხარდაჭერა აქვს.