დიდი “წმენდა” ბარსელონაში

2021-22 წლების სეზონი მაინდამაინც წარმატებული ვერ გამოდგა “ბარსელონასთვის”. შარუნას იასიკევიჩუსის გაწვრთნილმა გუნდმა ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო, ევროლიგის ოთხთა ფინალში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში საჩემპიონო სერია 1:3 წააგო რეალთან.

ასეთი შედეგების ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ გუნდი ბევრ მოთამაშეს შეელეოდა ზაფხულში და “წმენდაც” დაიწყო – როლანდას სმიტსი, ბრენდონ დევისი და ნაიჯელ ჰეიესი კლუბს დატოვებენ. სამივე კალათბურთელს მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და კატალონიური კლუბი არ აპირებს მათ გაგრძელებას.

null

ბრენდონ დევისი ემპერიო არმანი მილანოში გადადის სათამაშოდ. იტალიურმა კლუბმა უკვე გააკეთა ამაზე განაცხადი და მოთამაშეს 2 წლიანი კონტრაქტიც გაუმზადა.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან როლანდას სმიტსი “ბასკონიას” ღირსებას დაიცავს. (კონტრაქტის მცირე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი).

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს თამაშს ნაიჯელ ჰეიეს-დევისი.

null

Leave a comment

Your email address will not be published.