დიდი 10 ანზორ სიჭინავას ჰეთ თრიკით გაიხსნა

არესი-ბათუმი 7:22

არესი: ლ – ოდიკაძე. გ – თევდორაძე

სინბინი: ჩეჩელაშვილი

ბათუმი: 3ლ – სიჭინავა (3). 2ს,გ – მ.ნინიძე.

სინბინი: თუთბერიძე, ქოიავა

მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

 

საქართველოს ჩემპიონატი ქუთაისში არესისა და ქვეყნის ვიცე ჩემპიონის ბათუმის დაპირისპირებით გაიხსნა. ტიტულოვან სტუმრებს მასპინძლებმა პირველ ნახევარში სერიოზული წინააღდეგობა გაუწიეს და 21-ე წუთამდე მშრალი ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს. ბათუმელებმა მეტოქის ლელოში შეღწევა მაშინღა მოახერხეს, როცა მასპინძელთა გუნდი კაცნაკლული დარჩა. სტუმრებმა შესანიშნავი მრავაფაზიანი შეტევა აკინძეს და ახალი ჩემპიონატის პირველი ლელო ბათუმელთა გარემარბმა ანზორ სიჭინავამ გაიტანა. მამუკა ნინიძემ ვერ გარდასახა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმმა კიდევ ორი ლელოს გატანა შეძლო მეორე ტაიმში და ორივე ისევ სიჭინავამ მიითვალა. იქამდე კი, პირველი ტაიმი ქუთაისელმა მორაგბეებმა მოიგეს. არესმა ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლით შეტევისასა მესამე ცდიდან შეძლეს სტუმართა ლელოში შეღწევა. ბოლოს ბურთით ხელში მესამეხაზელი ზურაბ ოდიკაძე იყო. გიორგი თებდორაძემ გარადსახა. 7:5 – ასე დასრულად პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ ბევრად უკეთ დაკომპლექტებულმა ბათუმმა მაინც იმძლავრა და ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჰეთ თრიკის შემსრულებელი, ბათუმის გარემარბი ანზორ სიჭინავა დასახელდა.

Возможно, это изображение (1 человек и текст)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *