ზუსტად 35 წლის წინ, 1986 წლის 22 ივნისს ფეხბურთის ისტორიაში (ერთ-ერთი) საუკეთესო გოლი გავიდა. მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში არგენტინა ინგლისს ხვდებოდა, დიეგო მარადონამ ბურთი ცენტრში მიიღო, რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, მეკარეს გასცდა და დაუვიწყარი გოლი შექმნა.
იმ წელს არგენტინა ბრწყინვალე გუნდი იყო და ჩემპიონი გახდა. ინგლისთან 2:1 მოგების შემდეგ ალბილესტემ 1/2 ფინალში საფრანგეთი 2:0 დაამარცხა, ფინალში კი გერმანიას 3:2 სძლია.
მას შემდეგ 35 წელი გავიდა და ამ დროში ბევრი ბრწყინვალე გოლი გავიდა, თუმცა პირადად ჩემი სუბიექტური აზრით, დიეგოს გოლი ისტორიაში საუკეთესოა.