ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მადრიდში გაიმართება, სადაც ატლეტიკო ლივერპულს უმასპინძლებს. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით როხიბლანკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ისაუბრა.
“იმედია ყველა ბოლომდე იბრძოლებს და ფანტასტიკურ ფეხბურთს ვიხილავთ მოედანზე, რომელიც სავსე იქნება თეთრ-წითელი მაისურებით. როცა ბოლოს ლივერპულს ვეთამაშეთ, მატჩს უკვე დაწყებამდე ვიგებდით. მინდა ფანებს ეს ახსოვდეთ. ვნახავ ფეხბურთელები თავს როგორ გრძნობენ, ახლა ერთადერთი საფიქრალი ლივერპულთან მატჩია.
ლივერპული, ჩელსი და მანჩესტერ სიტი ფანტასტიკურ ფორმაში არიან. მათი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. კლოპს საკმაოდ მობილური გუნდი ჰყავს და ფეხბურთელებს სივრცეების დატოვების არ ეშინიათ. მათ ძალიან სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც წინ თამამად მიდიან, უკან კი ვან დეიკი რჩება, რომელმაც მერსისაიდელთა დაცვას სიმტკიცე შესძინა. ლივერპული სავსეა კარგი ფეხბურთელებით და კარგი იდეებით, ამიტომ შევეცდებით მათ დასამარცხებლად გზა გამოვნხოთ.”-განაცხადა სიმეონემ.