დიეგო სიმეონე: რონალდუს და მესის წასვლის შემდეგ, ლა ლიგის დონე დაეცა

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ დაეტყო ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს ლა ლიგიდან წასვლა ესპანეთის ჩემპიონატს.

“მათი წასვლით ესპანეთში ყველა გუნდმა წააგო. ეს ფეხბურთელები ლა ლიგას ადიდებდნენ, რადგან ამ ჩემპიონატს მრავალი წლის მანძილზე საუკეთესოს აძლევდნენ. 

დადგა მომენტი როცა ესპანეთის ჩემპიონატი მათ გარეშე უნდა გაძლიერდეს. რა შეიცვალა მათი წასვლის შემდეგ? ჩემპიონატის დონე დაეცა.”-განაცხადა არგენტინელმა El Paris-თან.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ რეალი 2018 წელს დატოვა და იუვენტუსში გადავიდა, რამდენიმე თვის კი მანჩესტერში დაბრუნდა. რაც შეეხება ლეო მესის, იგი ზაფხულის ბოლოს ბარსელონადან წავიდა და პსჟ-ს შეუერთდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *