ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა მადრიდში გაიმართა, სადაც მილანი ატლეტიკოს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ შეხვედრა დიეგო სიმეონემ შეაფასა.
“ცუდად არ გვითამაშია, ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს. შეგვეძლო მატჩი კარგი ანგარიშით დაგვესრულებინა, თუმცა აკუნიამ ბოლოს ვერ შეაგდო.
კარიერაში უფრო რთული სატურნირო მდგომარეობები მქონია, ვიდრე ახლა მაქვს. წაგების მიუხედავად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და საბრძოლველად მზად ვართ. ჩემპიონთა ლიგაში ყველა მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს.”-განაცხადა სიმეონემ.
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შემდეგ ატლეტიკო 4 ქულით ბოლო ადგილზეა და შემდეგ ტურში პორტუს შეხვდება, რომელსაც 5 ქულა აქვს და მე-2 პოზიციას იკავებს.