დიეგო შვარცმანის სენსაციური მარცხი ურეიტინგო ჩოგბურთელთან

მსოფლიო რეიტინგის მე-15 ჩოგანმა – დიეგო შვარცმანმა სენსაციური მარცხი იწვნია დევისის თასზე. მსოფლიოს I ჯგუფის მატჩში არგენტინელი ჩოგბურთელი 4:6 3:6 დამარცხდა 18 წლის ბელორუს დანილ ოსტაპენკოვთან, რომელსაც ATP TOUR-ზე რეიტინგი არ გააჩნია.

თინეიჯერმა ჩოგბურთელმა მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა მამაკაცთა ტურში და უკვე შეძლო ხმაურიანი გამარჯვების მოპოვება. ოსტაპენკოვმა პირველი შეხვედრა დომინიკ კოფფერთან ჩაატარა და იქ მხოლოდ 2 გეიმის მოგება შეძლო.

დიეგოს კარიერაში პირველად მოხდა, რომ წააგო ისეთ მეტოქესთან, რომელსაც რეიტინგი არ გააჩნია. ყველაზე დაბალრეიტინგიან მეტოქესთან შვარცმანს 2 წლის წინ აქვს წაგებული – N277 ერნესტო ესკობედოსთან.

null

„ჩემს წაგებას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი და ძალიან დაბალი ხარისხის ჩოგბურთი ვითამაშე. საერთოდ არ ვიცნობდი ჩემს მოწინააღმდეგეს, მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა“ – განაცხადა შვარცმანმა პრესკონფერენციაზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *