ქართულმა გუნდმა კონფერენს ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა. გორის დილა სლოვაკურ ჟილინას ესტუმრა და 1:5 განადგურდა.
გორელებმა პირველი ტაიმი 0:2 დათმეს, თუმცა გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ. მასპინძლებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს და საბოლოოდ 5:1 მოიგეს. გორელთა მხრიდან ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა ანდრო ნემსაძემ გაიტანა, რომელმაც შორიდან შესანიშნავი დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
დილა განმეორებით მატჩს 15 ივლისს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.