დიმიტარ ბერბატოვი: ამ ბიჭებმა მანჩესტერი უნდა დატოვონ

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა დიმიტარ ბერბატოვმა იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც გუნდი უნდა დატოვონ. ბულგარელის თქმით, იუნატედიდან ჯესი ლინგარდი და დონი ვან დე ბეეკი უნდა წავიდნენ.

“ლინგარდს მეტი სათამაშო დრო სჭირდება, ვერ ვხვდები რატომ დაიბრუნდა იგი მანჩესტერმა. თუ გუნდი მის გამოყენებას არ აპირებს, ოლდ ტრაფორდიდან უნდა გაუშვან.

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ვან დე ბეეკს მეტ სათამაშო დროს მისცემს, მისასალმებელია. ნიდერლანდელი იუნაიტედში არცერთი მწვრთნელის დროს არ თამაშობდა, ის მუდმივად სათადარიგოზე ზის. კარგი იქნება თუ კლუბს გამოიცვლის.”-ციტირებს ბერბატოვის სიტყვებს Daily Mail Metro.

ბერბატოვი მანჩესტერში 2008-12 წლებში თამაშობდა. გუნდთან ერთად მან ორჯერ პრემიერლიგა მოიგო და ერთხელ კარლოს ტევესთან ერთად თანაბომბარდირი გახდა.

იუნიატედი პრემიერლიგაში 38 ქულით მე-4 ადგილზეა და უახლოეს ტურში ბარნლის შეხვდება. რანგნიკის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published.