18 წლის გიორგი ჩხეტიანი თბილისის დინამოდან პორტუგალის ბრაგაში გადავიდა. ამის შესახებ ბრაგას საიტმა გაავრცელა ინფორმაცია. თავიდან გიორგი ბრაგას 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს, მერე კი მასზეა დამოკიდებული…
ჩხეტიანი წლეულს ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი იყო დინამო 2-ში. ლიგა 4-ში უწევდა თამაში. ერთი მატჩი კი ეროვნულ ლიგაშიც ჩაატარა. ცაციაა, კარგი დარტყმა აქვს. თუმცა ჯერ ადრეა ქება, გარკვეულ კომპონენტებში მოსამატებელი აქვს.
ცნობისთვის, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ 19-წლამდელთა ნაკრებშია, ამ ნაკრებს კი მალე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უწევს ნორვეგიაში: იქ მეტოქეები ნორვეგია, უელსი და კოსოვო იქნებიან. თამაშები 6, 9 და 12 ოქტომბერს… ორი გუნდი გავა ელიტ-რაუნდში.
„ბრაგა დიდი გუნდია, საერთაშორისო დონეზე აღიარებულია. ამიტომაც როცა შესაძლებლობა მომეცა აქ გადმოსვლის, არც დავფიქრებულვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბრაგაში წარმატებებს მივაღწიო“ – ესეც ჩხეტიანის კომენტარი.