დინამომ ანანიძეს უპასუხა – “კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი”

რამდენიმე დღის წინ ჯანო ანანიძე დინამო თბილისიდან წასვლას გამოეხმაურა. ფეხბურთელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ უკმაყოფილო იყო თქმის იმ ფორმით, რა ფორმითაც მისი გაშვება მოხდა.

დინამო თბილისმა ფეისბუქ გვერდზე საპასუხო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ, დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კვლავ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად.

ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ იანვარსა და თებერვალში, დინამო თბილისთან ერთად უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებულიყო და ფორმის აღდგენის საშუალება ჰქონოდა.
ვინაიდან მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი და გამოიყენა უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება ფეხბურთელს.
დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს მომავალში და იმედი გვაქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელი კვლავ მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს, არა მხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც”-წერია დინამოს განცხადებაში.
ფოტო: დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *