კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისმა ჰაიფას მაკაბის უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ 2:1 დამთავრდა.
მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა პირველი სახიფათო დინამომ შექმნა. ქარდავას კარგი პასის შემდეგ, მარუშიჩი ერთი ერთზე დარჩა, მისი დარტყმული კარს ასცდა და სერბმა მშვენიერი შანსი გაუშვა ხელიდან.
ანგარიში სტუმრებმა მე-8 წუთზე გახსნეს. მარჯვნიდან ჩაწოდების შემდეგ, ხვადაგიანმა ბურთი უხეიროდ მოიგერია რის შემდეგაც, ჰაზიზამ ადზილი ერთი ერთზე დატოვა და მანაც გაიტანა.
მეორე ტაიმში ცხადაძემ თავიდანვე 2 ცვლილება გააკეთა. გაბედავას და ქარდავას ნაცვლად თამაშში ოსეი და მექვაბიშვილი ჩართო. დინამომ აქტიურად დაიწყო, თუმცა რეალური სახიფათო მომენტის შექმნა ჭირდა.
მაკაბიმ მეორე გოლი 66-ე წუთზე გაიტანა. მარჯვენა ფლანგიდან მეირის ჩაწოდების შემდეგ, დინ დეივიდმა ბურთი თავისუფლად მიიღო და ახლოდან შეაგდო. ამის შემდეგ დინამომ ისევ შეუტია, თუმცა უშედეგოდ.
თბილისელთა მხრიდან უდაოდ გამორჩეული იყო მილან რადინი. ეს არამარტო დღევანდელ შეხვედრაზე, არამედ დინამოს ბოლო თამაშებზე ითქმის.
დინამომ ბოლოს კიდევ შეუტია, რამაც შედეგი გამოიღო. თბილისელთა კუთხურის შემდეგ, ბენიომ თავით ითამაშა და პაპავამ შეაგდო. ცხადაძის გუნდს გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა მხოლოდ 1 გოლს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 მატჩიტან დინამომ 1:2 მეხუთედ წააგო.
ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ისრაელში გაიმართება.