დინამოს წარმომადგენელი: საზონოვით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ

მოსკოვის დინამოს ქართველი მცველით საბა საზონოვით, ევროპული კლუბები დაინტერესდნენ. ამ თემაზე მოსკოველთა დირექტორთა საბჭოს წევრმა დიმიტრი გაფინმა ისაუბრა.

“მას მერე რაც საბამ პირველ გუნდში თამაში დაიწყო, მის მიმართ ევროპული კლუბების სკაუტების ინტერესი გაიზარდა. ვადასტურებ, რომ ინტერესი არსებობს. საბას მაშინაც აკვირდებოდნენ, როცა დინამოში ახალი მოსული იყო. საზონოვის დასამატებლად კონკურენცია ესპანურ გუნდს გავუწიეთ.

ფეხბურთელის გაყიდვა? ეს დროის და პირობების საკითხია. ჩვენ არ შევინარჩუნებთ მოთამაშეს, მაშინ როცა ვფიქრობთ, რომ მისი პროგრესისთვის გასხვისება აჯობებს. ტრანსფერისას დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ფეხბურთელი ისეთ გუნდში მიდის, რომელიც წინსვლაში დაეხმარება.” – ციტირებს დიმიტრი გაფინის სიტყვებს Sport24.

საბა საზონოვი რუსეთში გაზრდილი ქართველი ფეხბურთელია. მან საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან ერთად 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, 1 შეხვედრა კი ეროვნულ გუნდშიც გამართა, სადაც მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდა. რაც შეეხება ესპანურ გუნდთან კონკურენციას, რომელზეც გაფინმა ისაუბრა, ეს ესპანიოლია. ამ თემაზე რამდენიმე თვის წინ კომენტარი ფეხბურთელის მამამ გააკეთა და განაცხადა, რომ საზონოვის დამატება კატალონიელებსაც სურდათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *