დინამო ბათუმმა ახალწვეულები წარადგინა – ლამაზი სანახაობა ფანების წინ (ვიდეო)

დინამო ბათუმმა სეზონის დაწყების წინ აჭარაბეთ არენაზე ფანების წინ ახალწვეულები წარადგინა. ბათუმელთა ღირსებას ახალი სეზონიდან ჯანო ანანიძე, ელგუჯა ლობჯანიძე, გუგა ფალავანდიშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, გიორგი ბეგაშვილი, ლუკა ქაფიანიძე, მილან რადინი, აბრაჰამ ფრიმპონგი, სტეფან დენკოვიჩი რაფაელ ჩუკურა დაიცავენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ანანიძის ამბავი, რომელმაც ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა შარშან 8 მაისს მიიღო და სწორედ ბათუმის დინამოს წინააღმდეგ ითამაშა. ანანიძე მაშინ დინამო თბილისის ფეხბურთელი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმმა 2021 წელს საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, ბათუმელები ოქროს მედლებს პირველად დაეუფლნენ. 20 თებერვალს გუნდს მორიგი ტიტულის მოგების შანსი ექნება. ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გეგუჩაძის შეგირდები სუპერთასზე საბურთალოს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *