დინამო ბათუმი კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში სივასპორს ესტუმრება. გეგუჩაძის გუნდი მატჩს დანაკლისით ითამაშებს, ბათუმელთა რიგებში ლაზარე კუპატაძე ვერ ითამაშებს, რომელსაც დღეს დილით კორონავირუსი დაუდასტურდა.
დინამო ბათუმი – სივასპორის პირველი შეხვედრა 5 აგვისტოს გაიმართა და სტუმართა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი 12 აგვისტოს გაიმართება.