დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში, დინამო თბილისმა გაგრას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ უკვე ოფიციალურად, დინამო თბილისი საქართველოს საუკეთესო გუნდი მე-19-ედ გახდა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდისთვის არც ეს ჩემპიონობა ყოფილა მარტივი. იყო მომენტი, როცა უშუალო კონკურენტ დინამო ბათიმს 9 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა ჭიაბრიშვილის დამოძღვრილებმა მაქსიმუმი გააკეთეს და სეზონი ტიტულით დაასრულეს.

დინამო თბილისში ეს სეზონი კახა ცხადაძემ დაიწყო, ზაფხულში კი იგი გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა. დინამომ ამ სეზონის შუაში რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა და რამდენიმეც მოიყვანა. აღსანიშნავია ჯიმი ტაბიძის და იმრანის დამატება. ორივე ფეხბურთელმა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

დანარჩენი მატჩებიდან ყველაზე დიდი ინტერესს გორის დილა – სამგურალის დაპირისპირება იწვევდა, რომელიც გორელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა. სწორედ ამ შეხვედრას უნდა გაერკვია მე-3 ადგილოსნის ბედი და ბრინჯაოს პრიზიორი სწორედ გორელები გახდნენ.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი ითამაშებს, კონფერენს ლიგაზე დინამო ბათუმი და გორის დილა, მესამე გუნდის ვინაობა კი 7 დეკემბერს გაირკვევა, სადაც თასის ფინალში ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და ლოკომოტივი 2 შეხვდებიან.

ეროვნული ლიგაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა.

  1. დინამო თიბლისი
  2. დინამო ბათუმი
  3. დილა
  4. სამგურალი
  5. ტორპედო
  6. საბურთალო
  7. თელავი
  8. სიონი
  9. გაგრა
  10. ლოკომოტივი

ეროვნულ ლიგა 2-ში ლოკომოტივი გავარდა, პლეი-აუტში კი სიონი სამტრედიას შეხვდება, გაგრა კი სპაერს.

ფოტო: დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *