დინამო თბილისი – სირცხვილი ისრაელში და მორიგი ცივი ზაფხული

დინამო თბილისმა დღეს და წელს კიდევ ერთხელ დაწყვიტა ქართველ გულშემატკივრებს გული. კახა ცხადაძის გუნდი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზ 1:2 მარცხის შემდეგ, ჰაიფას მაკაბის ესტუმრა და 1:5 განადგურდა.

მიგინეიშვილს ბურთის კარიდან გამოტანა პირველად მე-17 წუთზე მოუწია. მისი და ბენიოს შეუთანხმებელი თამაშით, ლევიმ ისარგებლა და შეაგდო. დინამომ 7 წუთში ლეგიონერების კარგი თამაშის შედეგად გაათანაბრა. მარუშიჩმა ოსეის კარგი პასი გაუკეთა, განელი ერთი ერთზე გავიდა და მანაც შეაგდო.

ოსეის გოლის შემდეგ დინამოს და ქართველ გულშემატკივარს იმედი მიეცა, თუმცა ეს იმედი მალევე გაქრა. 36-ე წუთზე დინამოს კარის ბადე კვლავ შეირხა. სტანდარტულის შემდეგ მაკაბის ფორვარდმა დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ სპორსკლედეს და 2:1 გახდა.

მეორე ტაიმში დინამოს თითქმის არაფერი შეუქმნია. გუნდმა უსახურად ითამაშა და აქეთ გაუშვა. ბოლო 15 წუთში 3 გოლი… 75-ე წუთზე ატსილმა გაიტანა, 81-ზე და 85-ზე კი აშკენაზიმ.

დინამო თბილისმა წელს ევროტურნირებზე 4 მატჩი ჩაატარა, 4-ვე წააგო, გაიტანა 4 და გაუშვა 11 გოლი. ეს ყველაფერი ყველაზე ნაკლებად კახა ცხადაძის ბრალია, რომელმაც გუნდი დაახლოებით 2 თვის წინ ჩაიბარა. ქართველი სპეციალისტი პრესკონფერენციებზე ხშირად აღნიშნავდა, რომ მას თამაში სწორად ჰქონდა დაგეგმილი და რომ არა უხეში ინდივიდუალური შეცდომები, მარცხი არ იქნებოდა. ვინც დინამოს ბოლო თამაშებს უყურა, ძნელია ცხადაძეს არ დაეთანხმოს.

დინამოსთვის მორიგი ევროსეზონი კვლავ წარუმატებლად დასრულდა და ძნელია ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუდის გულშემატკივრებს მომავლის იმედით დავემშვიდობოთ, ამისთვის რაიმე საფუძველი უნდა არსებობდეს, რასაც ვერ ვხედავთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *