დინამო თბილისმა გიორგი ხარაიშვილი დაიმატა

გიორგი ხარაიშვილი კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, დინამომ ხარაიშვილი ფერენცვაროშიდან 6 თვიანი იჯარით დაიმატა.

ხარაიშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის საკმაოდ ნაცნობი ფეხბურთელია. 26 წლის ნახევარმცველს საბურთალოში სწორედ ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობდა.

ხარაიშვილი საბურთალოს აღზრდილია და კარიერაც სწორედ ამ გუნდში დაიწყო. შემდეგ იყო შვედური გიოტებორგი და უნგრული ფერენცვაროში. ხარაიშვილს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ქართველმა შემტევმა ეროვნულ გუნდში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ შემტევს ტრავმის გამო დაახლოებით 2 წელი გაუცდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *