დინამო თბილისმა უკრაინელი თავდამსხმელი დაიმატა

დინამო თბილისმა უკრაინელი თავდამსხმელი სტანისლავ ბილენკი დაიმატა. თბილისელებმა ახალწვეულს კონტრაქტი 2+1 სისტემით გაუფორმეს.

ბილენკი 23 წლის გახლავთ. იგი დუნაისკა სტრედას საკუთრება იყო და ბოლოს დინამო ბრესტში იჯარის წესით თამაშობდა. 2021 წლის სეზონში ფეხბურთელმა 31 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბილენკი დონეცკის შახტარის და დონეცკის ოლიმპიკის აღზრდილია. მას პოლონურ ზაგლებიეში და უკრაინულ რუხშიც აქვს ნათამაშები.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *