დინამო თბილისმა უცხოეთიდან ფეხბურთელი დაიბრუნა

ნოდარ ქავთარაძე დინამო თბილისში დაბრუნდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მან წლის დასაწყისში დატოვა და უნგრულ მეზოკოვეშდში გადავიდა, თუმცა საქმე ისე არ აეწყო როგორც ელოდა. 28 წლის ფეხბურთელმა უნგრეთის ჩემპიონატში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და ჯამში 76 წუთი ითამაშა.

ქავთარაძემ კარიერა რუსეთში დაიწყო და ქვედა ლიგებში რამდენიმე გუნდში ითამაშა. 2017 წელს იგი თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდა, შემდეგ იყო გორის დილა და ქუთაისის ტორპედო, 2019 წლის ზაფხულიდან 2021 წლის იანვრამდე იგი დინამო თბილისის ფეხბურთელი იყო, სადაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა და დედაქალაქელთათვის დიდ ძალას წარმოადგენდა. ქავთარაძემ დინამოს მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 14 ბურთი შეაგდო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *