დინამო თბილისმა 7 ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

დინამო თბილისმა ფეხბურთელებს  კონტრაქტი გაუხანგრძლივა. დინამომ ახალი ხელშეკრულება გიორგი პაპავას, დავით სხირტლაძეს, გიორგი გაბედავას, საბა ხვადაგიანს, გიორგი მოისწრაფიშვილს, ანზორ მექვაბიშვილს და ალექსანდრე კალანდაძეს გაუფორმა. ინფორმაცია კლუბის საიტმა გაავრცელა.

ხვადაგიანმა, კალანდაძემ, მოისწრაფიშვილმა და მექვაბიშვილმა კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმეს, პაპავამ და სხირტლაძემ, 2023 წლის დეკემბრამდე, ხოლო გაბედავამ ხელშეკრულებას ხელი 1+1 სისტემით მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისმა 2021 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა. დინამოელები წლევანდელი სეზონის პირველ ტურში ქუთაისის ტორპედოს შეხვდებიან.

ფოტო: დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი

Leave a comment

Your email address will not be published.