„დალასის“ გერმანელმა ლეგენდამ – დირკ ნოვიცკიმ კომენტარი გაუკეთა იმ ფაქტს, რომ „მავერიქსის“ 22 წლის გამთამაშებელი NBA 2K22-ის მთავარ სახედ იქცა.
„ჩემი აზრით, ლუკა უკვე გაცილებით მაგრად თამაშობს ვიდრე მე, როდესაც ჩემს საუკეთესო სეზონებს ვატარებდი ნბა-ში. აი ასეთი მაგარი და გამორჩეულია დონჩიჩი, არადა ჯერ მხოლოდ 22 წლისაა“ – განაცხადა გერმანელმა.
დონჩიჩმა 2020-21 წლების ნბა-ს რეგულარულ სეზონში საშუალოდ 27,7 ქულა, 8.6 შედეგიანი გადაცემა და 8 პასი დააგროვა მატჩში, ახდენდა რა თამაშიდან ტყორცნების 47.9%-ის რეალიზებას, 35%-ით ესროდა სამქულიანებს, 73%-ით საჯარიმოებს.
ნოვიცკის სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა 2006-07 წლების სეზონში, როდესაც გერმანელი ნბა-ს რეგულარული სეზონის MVP გახდა – 24.6 ქულა, 8.9 მოხსნა და 3.4 შედეგიანი გადაცემა.
*****
„დალასის“ ხელმძვანელებს ძალიან დიდი სურვილით აქვთ, რომ იგორ კოკოშკოვი დააბრუნონ ნბა-ში და „მავერიქსის“ მთავარი მწვრთნელის – ჯეისონ კიდის ასისტენტად აქციონ – ინფორმაციას ავრცელებს ინსაიდერი მარკ შტეინი.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი – იგორ კოკოშკოვი ამჟამად თურქულ „ფენერბაჰჩეში“ მუშაობს, თუმცა ინსაიდერის ინფორმაციით „დალასი“ სტამბოლურ კლუბს სოლიდურ კომპენსაციას გადაუხდის და სერბ სპეციალისტს ისევ ნბა-შ დააბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი 2016-17 წლებში სლოვენიის ნაკრების დამრიგებელი იყო და „ევრობასკეტ-2017“-ის მოგებაც შეძლო, გუნდის ლიდერი კი ახალგაზრდა ლუკა დონჩიჩი გახლდათ.