ანხელ დი მარიამ ლუი ვან გაალზე ისაუბრა – ჩემს კარიერაში უცუდესი მწვრთნელიაო. ისინი მანჩესტერ იუნაიტედში იყვნენ ერთად. დი მარიას კი სხვა წარუმატებელი სეზონები არც ჰქონია: წითელ ეშმაკებში ვერ აეწყო.
წინ კი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალია: ნიდერლანდები-არგენტინა. დი მარიამ წინა თამაში გამოტოვა, ნიდერლანდებთან კი წესით ძირითადში უნდა იყოს.
“ურთიერთობა უკვე ძალიან გაფუჭებული იყო და წასვლა მსურდა. მანჩესტერის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ჩემი პრობლემა ვან გაალი იყო. ერთხელ 3:0 მოვიგეთ, გოლი და საგოლე პასი გავაკეთე. მეორე დილით კი ვან გაალი დამიკავშირდა და მეუბნება, რომ მომენტები უნდა მანახოს, სადაც არაზუსტ პასებს ვაკეთებ… უცუდესი მწვრთნელია ჩემს კარიერაში” (Futbolero)