ევროლიგა აგრძელებს დოკუმენტური ფილმების გადაღებას კალათბურთზე . დღეს შედგა მორიგი სერიის პრემიერა, რომლის სახელწოდებაა „გადამკვეთი გზები“.
დოკუმენტური ფილმი ეძღვნება ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიას და ამერიკელ გამთამაშებელ მაიკ ჯეიმს.
თორნიკე და მაიკი ჯერ „ბასკონიაში“ იყვნენ თანაგუნდელები, ხოლო შემდეგ კი მოსკოვის „ც.სკ.ა“-ში.
დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია თუ როგორ დაიწყო თოკოს საკალათბურთო კარიერა, ინტერვიებია მისი ოჯახის წევრებთან და ბევრ საინტერესო დეტალი ხდება ცნობილი შენგელიას პირადი ცხოვრებიდან.
ფილმის გადაღება 4 თვის განმავლობაში მიდიოდა და მასში გამოყენებულია ევროლიგის გასული სეზონის კადრები.