დომანტას საბონისმა „ინდიანა“ დატოვა

„ინდიანა პეისერზში“ დიდი გადანაცვლებებია. კლუბმა დიდი ტრეიდი განახორციელა „საკრამენტო კინგზთან“, რის შედეგადაც გუნდებმა ერთმანეთში მოთამაშეები გაცვალეს.

„ინდიანამ“ „საკრამენტოში“ გააგზავნა ცენტრი დომანტას საბონისი (25 წლის, 211 სმ), მსუბუქი ფორვარდი ჯერემი ლემბი (29 წლის, 196 სმ) და უკანახაზელი ჯასტინ ჰოლიდეი (32 წლის, 198 სმ), ასევე დათმო 2027 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკი.

null

„კინგზიდან“ „პეისერზში“ სათამაშოდ წამოვიდნენ – გამთამაშებელი ტაირიზ ჰალიბარტონი (21 წლის, 196 სმ), მსროლელი ბადი ჰილდი (29 წლის, 193 სმ) და ცენტრი ტრისტან ტომფსონი (30 წლის, 206 სმ).

ლეგენდარული არვიდას საბონისის შვილი – დომანტასი მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში 18,9 ქულას, 12,1 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ლიეტუველის კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში და ამ დროის განმავლობაში იგი 56,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

„ინდიანას“ ახალწვეულის – ჰალიბარტონის მაჩვენებლები ასე გამოიყურება – 14,3 ქულა, 3,9 მოხსნა, 7,4 პასი, და 1,7 ჩაჭრა. ტაირისი ჯერჯერობით ახალწვეულის კონტრაქტითაა და სეზონში 4 მილიონი ეკუთვნის ხელფასის სახით.

Leave a comment

Your email address will not be published.