დომინიკ კრუზი vs ჩიტო ვერა ჩაინიშნა – ვინღა დარჩა მერაბისთვის?

ESPN-ს მიერ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოში დომინიკ კრუზისა და ჩიტო ვერას დაპირისპირება გაიმართება, რომელიც საღამოს მთავარი ორთაბრძოლა იქნება. ამ ბრძოლის ჩანიშვნა ქართველი გულშემატკივრებისთვის იმიტომ არის საინტერესო, რომ ორივე მათგანი მერაბ დვალიშვილის პოტენციურ მეტოქეებად განიხილებოდნენ – არიელ ჰელვანის შოუში მერაბმა ორივე მათგანთან გამოთქვა ბრძოლის სურვილი. ქართველმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა ნებისმიერ შეებრძოლოს TOP 10-დან. გადავხედოთ ვარიანტებს:

აღნიშნული წონის ჩემპიონი მერაბის საუკეთესო მეგობარია, მათი ბრძოლა კი ცალსახად გამორიცხულია. ჩემპიონს თი ჯეი დილაშოუსთან სურს ბრძოლა – თანხმობა დილაშოუსგანაც არის, ორგანიზაციაც მუშაობს ამ ბრძოლაზე – შესაბამისად, თი ჯეიც გამოირიცხა. გამორიცხვებს რომ მივყვეთ, ვერც პედრო მუნიოზი იქნება მერაბის მეტოქე უახლოეს მომავალში, რადგან ივლისში იგი შონ ომალის უპირისპირდება. ახლახანს ჰქონდა ბრძოლა რობ ფონტსაც. რაც შეეხება ჟოზე ალდოს, ბოლო ინფორმაციებით ბრაზილიელი ტრავმის მოშუშების პერიოდშია. გვრჩება 3 მებრძოლი – სამივე უმაღლესი დონის სტრაიკერი – #1 კონტენდერი და ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი. მის მიერ დამარცხებული კორი სენდჰეგენი, რომელთანაც მერაბს ხშირად აკავშირებდნენ და წონის მე-8 ნომერი იადონგ სონგი. იქედან გამომდინარე, რომ იანმა და კორიმ უკვე იბრძოლეს და მათი რემატჩის აუცილებლობაც არაა, ეს დაპირისპირება გამორიცხულია. ასე რომ, მერაბის პოტენციურ მეტოქეებად 3-ვე მათგანი შეგვიძლია განვიხილოთ.

Leave a comment

Your email address will not be published.