დომინიკ ტიმი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ითამაშებს, ავსტრია ATP CUP-ზე

2020 წლის US OPEN-ს გამარჯვებულმა დომინიკ ტიმმა განაცხადა, რომ ვერ ითამაშებს 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე და საჩოგბურთო სეზონს სამხრეთ ამერიკულ ტურნირებზე ასპარეზობით დაიწყებს.

„მოგესალმებით, ტრავმის რეციდივი უკვე აღარ მაქვს და ვარჯიშის აქტიურ ფაზაში ვარ გადასული. თავს ნორმალურად ვგრძნობ და ტკივილი აღარ მაწუხებს. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, მივიღე გადაწყვეტილება არ ვითამაშო მოახლოვებულ ავსტრალიის ღია პირველობაზე. პირველი ტურნირი რომელშიც მივიღებ მონაწილეობას Cordoba Open იქნება, რომელიც არგენტინაში გაიმართება იანვრის ბოლოს.“

null

დომინიკ ტიმის არყოფნაში ATP CUP-ზე ავსტრიის ნაკრებისთვის დენის ნოვაკს უნდა ელიდერა, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ვერ ნოვაკი ითამაშებს. სანაკრებო ტურნირის დაწყებამდე 2 დღით ადრე ავსტრიის ნაკრები მოეხსნა ATP CUP-ს, ორგანიზატორებმა სცადეს მათი ბულგარეთის ნაკრებით ჩანაცვლება, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან ამჟამად ავსტრალიის კონტინენტზე მხოლოდ 2 ბულგარელი ჩოგბურთელია ჩასული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *