დომინიკ ტიმი სამხრეთ ამერიკული ტურნირების სერიას მოეხსნა

US Open-2020-ის გამარჯვებული დომინიკ ტიმი სამხრეთ ამერიკული საჩოგბურთო ტურნირების სერიას მოეხსნა. ავსტრიელმა განაცხადი გამოიტანა კორდობას, ბუენოს აირესის, რიო დეჟანეიროს და სანტიაგოს ტურნირებიდან. მიზეზი – ხელის თითის ტრავმაა. დომინიკი ATP TOUR-ზე დაბრუნებას ინდიან უელსის მასტერსზე გეგმავს, რომელიც სტარტს მარტში აიღებს.

null

“ვენაში გამართული სავარჯიშო პროცესი მშვენივრად ჩავატარე და მოხარული ვიყავი რომ ფეხის ტრავმა ბოლომდე მოვირჩინე. სამწუხაროდ ამჯერად ხელის თითის მცირე დაზიანება მივიღე, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში მომიწევს პაუზის აღება.

ექიმების რჩევას მივყვები – რამდენი დღე დავისვენებ და მხოლოდ ამის შემდეგ გავაგრძელებ ვარჯიშს. აუცილებლად მჭირდება სტაბილურად ვარჯიში, რომ წარმატებით დავუბრუნდე საჩოგბურთო ტურს” – დაწერა სოციალურ ქსელში დომენიკმა.

მცირეხნიანი დასვენების შემდეგ, ტიმი ა.შ.შ-ში გააგრძელებს მზადებას. იგი მაიამიზე გაივლის “უკანასკნელ რეპეტიციებს” და შემდეგ უკვე ინდიან უელსის მასტერსზე ითამაშებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *