მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მე-3 ჩოგანმა დომინიკ ტიმმა ავადმყოფობის გამო გადაწყვიტა, რომ არ იასპარეზოს ATP CUP-ზე.
„ჩემს სამწვრთნელო შტაბთან კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ დავბრუნდეთ ავსტრიაში და არ გავფრინდეთ ავსტრალიაში. სამწუხაროდ გავცივდი (კორონავირუსი არ აღმოაჩნდა) დუბაიში ვარჯიშის დროს და ერთი კვირის განმავლობაში ვერ შევძელი მწყობრში ჩადგომა. სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ვიქნები კარგ ფიზიკურ ფორმაში მოახლოვებულ ATP CUP-ზე და სიდნეის ტურნირზე. არ მინდა გარისკვა, რადგან არის იმის ალბათობა, რომ კიდევ გავიმიზეზო ადრე მიღებული ტრავმა, რის გამოც 6 თვე ისედაც გამიცდა.
მთლიანობაში პოზიტიურად ვაფასებ იმ დროს, რომელიც დუბაიში გავატარე. გავზარდე ვარჯიშების და დატვირთვების ინტენსივობა, ძველი ტრავმა კი თითქმის 100%-ით მოვირჩინე.
უმთავრესი მიზანი რათქმაუნდა ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში და მისი მოგებაა. დეკემბრის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვითამაშებ თუ არა წლის პირველ დიდ სლემზე“ – დაწერა დომინიკმა სოციალურ ქსელში.