იტალიის ნაკრების მეკარემ, 22 წლის ჯანლუიჯი დონარუმამ ევრო 2020-ზე გამარჯვებასთან დაკავშირებით, სახსოვრად, მარცხენა წყრთაზე ევროპის თასის ტატუ ამოიტვიფრა.
დონარუმამ გადამწყვეტი როლი ითამაშა სკუადრა აძურას ტრიუმფში. არაერთი ურთულესი ბურთი მოიგერია. განსაკუთრებით გამოირჩა ესპანეთთან ნახევარფინალში და ინგლისთან ფინალში, რომლებიც იტალიელებმა მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანიბით მოიგეს. შედეგად ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც მეკარისთვის განსაკუთრებული პატივია.
დონარუმამ, რომელმაც იტალიის სერია A-ში პირველად 16 წლისამ ითამაშა მილანის შემადგენლობაში, ტატუიანი ფოტი ინსტაგრამში გამოფინა, სადაც 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.