დონოვან მიტჩელის 43 ქულა და გამარჯვება “ლეიკერსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება კლივლენდში შედგა, სადაც ადგილობრივი “კავალიერზი” მასპინძლობდა “ლეიკერსს”.

მატჩის მთავარი ინტრიგა გახლდათ ლებრონ ჯეიმსი დაპირისპირება თავის მშობლიურ გუნდთან. “მეფეს” კარიერულად “კლივლენდის” წინააღმდეგ შესანიშნავი სტატისტიკა აქვს – 20 გამართული შეხვედრიდან 17 მოიგო.

null

შეხვედრის სტარტი უიღბლო გამოვიდა კალიფორნიული გუნდისთვის – პარკეტზე გატარებული 8 წუთის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა ენტონი დევისმა, რომელსაც მაღალი სიცხე ქონდა და მატჩის ბოლომდე აღარც დაბრუნებულა მოედანზე.

A.D – ბრწყინვალე ფორმაში გახლდათ – უკანასკნელ 2 მატჩში მან ჯამში 99 ქულის დაგროვება შეძლო, დღეს კი მხოლოდ 1 ქულით “დაკმაყოფილდა” თავისი მონაგარი 100-მდე “დაამრგვალა”.

null

დევისის არყოფნაში 3 წამიან ზონაში “გაილაღა” კლივლენდის ცენტრმა – ჯარეტ ალენმა. მან პირველ ტაიში 10 ნასროლი ბურთიდან ათივე ჩააგდო და კავალიერზი დიდ შესვენებაზე 8 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა 57-49.

მეორე ტაიმის სტარტზე, ლებრონ ჯეიმსის ბრწინვალე ასპარეზობის ფონზე (21 ქულა, 17 მოხსნა, 4 პასი) “ლეიკერსმა” მეტოქესთან ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა და შეხვედრაში ინტრიგაც დააბრუნა.

null

მასპინძლები დროულად გამოფხიზლდნენ – დონოვან მიტჩელმა მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა – 43 ქულა პირადად ჩაუგდო მეტოქეს და “კლივლენდს” ლიდერობა დაუბრუნა.

‘სპაიდის” კარგად მიეხმარნენ თანაგუნდელები – ალენს 24 ქულა ქონდა, გარლანდს 21 და “კავალიერზმა” “ლეიკერსი” 116-102 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში “კლივლენდი” საკუთარ მოედანზე ბრწყინვალედ ასპარეზობს – 12 გამართული შეხვედრიდან 11 მოიგო.

ბოლოს “კავალიერზს” ასეთი შედეგი 2015-16 წლების სეზონში ქონდა, როდესაც ლებრონ ჯეიმსთან ერთად NBA-ს ჩემპიონი გახდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *