დონოვან მიტჩელის 71 ქულა “ჩიკაგოსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “კლივლენდმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ჩიკაგოს” და ოვერტაიმიან შეხვედრაში 145:134 იმარჯვა. მატჩის გმირი “კავალიერზის” უაკანა ხაზელი დონოვან მიტჩელი გახდა, რომელმაც ისტორიული შეხვედრა ჩაატარა – “სპაიდიმ” პარკეტზე 50 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 71 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.

null

მიტჩელმა 34-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათს, საიდანაც 22 ზუსტი აღმოჩნდა, დონოვანმა 15-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და 25-დან 20 საჯარიმო.

71 აღებული ქულიდან 55 მეორე ტაიმზე მოდის, როდესაც “კლივლენდის” სნაიპერი “აფეთქდა” და მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე დონოვანის მიერ ჩაგდებული სამქულიანით მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს.

მიტჩელმა “კავალიერზის” ფრენჩაიზ რეკორდი დაამყარა – ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების რაოდენობით – 71. დღევანდე დღემდე “კლივლენდის” რეკორდი ლებრონ ჯეიმსს (2017 წელი) და კაირი ირვინგს (2015 წელი) ეკუთვნოდათ, ორივე მათგანმა 57-57 ქულის ჩაგდება მოახერხეს.

დონოვანმა NBA-ს მიმდინარე სეზონის რეკორდიც დაამყარა ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების რაოდენობით.

ლიგის ისტორიაში მიტჩელი გახდა მეშვიდე მოთამაშე, რომელმაც ერთ მატჩში 70-ზე მეტი ქულის ჩაგდება შეძლო.

“სპაიდის” NBA-ს ახალი რეკორდიც ეკუთვნის – აქამდე 70+ ქულა 10 შედეგიან პასთან ერთად არავის ქონია, ახლა კი ამ მიღწევის ავტორი დონოვან მიტჩელია.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *