NBA-ს რეგულარული სეზონის შუაში ლიგის ხელმძღვანელებმა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარეს საკალათბურთო ჟურნალისტებს შორის, გამოავლინეს საუკეთესო ხუთეული და MVP-ის უმთავრესი კანდიდატი.
მედიის წარმომადგენელთა აზრით, ლიგის უძვირფასესი მოთამაშის პრიზს “დალას მავერიქსის” გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩი იმსახურებს. სლოვენიელმა ხმების 43% მიიღო და მცირედით გაასწრო “დენვერის” ცენტრს – ნიკოლა იოკიჩს.
“გოლდენ სტეიტის” უკანა ხაზელი – ჯორდან პული მიიჩნევა საუკეთესო შემცვლელად, ხოლო ყველაზე პერსპექტიულ ახაწვეულად – პაოლო ბანკერო.
MVP – ლუკა დონჩიჩი, “დალასი” (43%)
საუკეთესო ახალბედა – პაოლო ბანკერო, “ორლანდო” (97%)
საუკეთესო დამცველი – ბრუკ ლოპესი, “მილუოკი” (37%)
საუკეთესო შემცვლელი – ჯორდან პული “გოლდენ სტეიტი” (33%)
ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე – ლაური მარკანენი, “იუტა” (53%)
საუკეთსო “ქლაჩ” მოთამაშე – ლუკა დონჩიჩი, “დალასი” (47%)
NBA-ს სიმბოლური ხუთეული 2023
გამთამაშებელი – ლუკა დონჩიჩი, “დალასი” (80%)
შემტევი უკანახაზელი – დონოვან მიტჩელი, “კლივლენდი” (62%)
მსუბუქი ფორვარდი – ჯეისონ ტეიტუმი, “ბოსტონი” (62%)
მძიმე ფორვარდი – იანის ანტეტენკუმპო “მილუოკი” (72%)
ცენტრი – ნიკოლა იოკიჩი, “დენვერი” (86%)