დორტმუნდი-ბაიერნი… ბოლო წლებში ხან დაეწეოდა დორტმუნდი მონსტრს, ერთი პერიოდი უსწრებდა კიდეც. ეს სეზონიც კარგად დაიწყეს ვესტფალიელებმა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა, ბაიერნი მიუწვდომელია.
ამ თემასთან დაკავშირებით დორტმუნდის პრეზიდენტმა რაინჰარდ რაუბალმა თქვა: „უკვე კარგა ხანია, რაც ბაიერნს გვადარებენ. ეს არასამართლიანია და აზრიც არ აქვს, რადგან კლუბებს შორის დიდი ეკონომიკური სხვაობაა. ვფიქრობ, ბაიერნის ყურებას თავი უნდა დავანებოთ. ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს: ჩემპიონთა ლიგაში გასვლა. დორტმუნდი სწორ გზაზე დგას“.
იგივე თქვა დორტმუნდის გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ. თან, უფრო კონკრეტულად:
„ჩვენი და ბაიერნის ფეხბურთელების ხელფასებში სხვაობა 80 მილიონია. როცა ამდენი ფული გაქვს, ყველა პოზიციაზე მაღალი დონის ფეხბურთელების მიყვანა შეგიძლია. მათ კონტრაქტი გაუგრძელეს კიმიხსა და გორეტცკას. იგივე მდგომარეობაში ჩვენ იგივეს ალბათ ვერ შევძლებდით“.