დორტმუნდი-ბაიერნი: რა თქვა მსაჯმა?..

Dortmund, Deutschland, 1. Fussball Bundesliga 14.Spieltag Borussia Dortmund : FC Bayern München 2-3 04. 12. 2021 im Signal-Iduna Park in Dortmund SR. Felix ZWAYER re.- hat sich eine strittige Szene am Monitor angeschaut und auf ein Handspiel im Strafraum von Mats HUMMELS BVB li.- entschieden *** Dortmund, Germany, 1 Football Bundesliga 14 Matchday Borussia Dortmund FC Bayern Munich 2 3 04 12 2021 at Signal Iduna Park in Dortmund SR Felix ZWAYER re watched a disputed scene on the monitor and ruled a handball in the penalty area by Mats HUMMELS BVB li

დორტმუნდი-ბაიერნი 2:3… მაგარი თამაში იყო. დიდი ამბავი მოჰყვა ბაიერნის მესამე გოლს, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა პენალტით. დორტმუნდელთა მცველ მათს ჰუმელსს ხელზე მოხვდა ბურთი და მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა VAR-ის შემდეგ დანიშნა პენალტი.

დორტმუნდის მწვრთნელი მარკო როზე კინაღამ გაგიჟდა, ძლივს აკავებდნენ და მსაჯმა გააძევა.

ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა კი თქვა: „ასეთ მსაჯს როგორ ანდეს მსგავსი მატჩი? მას ხომ კარიერაში ჩაწყობილი თამაში ჰქონდა“.

ცვაიერმა კომენტარი გააკეთა ამ პენალტზე და კიდევ, მარკო როისის წაქცევის ეპიზოდზე, როცა დორტმუნდელები ითხოვდნენ პენალტს:

„ჰუმელსს რომ ბურთი ხელზე მოხვდა, თავიდანვე დავინახე, მაგრამ ვერ მივხვდი, დინამიკაში სად ჰქონდა ხელი. ვიდეოასისტენტმა მითხრა, რომ ჰუმელსმა ხელი გამოიშვირა, ასე რომ, უმოქმედოდ არ იყო. თავადაც ვნახე და დავრწმუნდი.

…რაც შეეხება როისის მომენტს, სხეულის ზედა ნაწილთან კონტაქტი იყო, მაგრამ თავიდანვე ისე ვმსაჯობდი, რომ ფეხბურთელებს ბრძოლას არ ვუშლიდი. ამიტომაც არ დავნიშნე პენალტი. ჩვენ მჭიდრო ბრძოლა გვჭირდება და ვფიქრობ, მსაჯი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ერეოდეს თამაშში. რატომ არ ვნახე VAR-ზე როისის წაქცევის მომენტი? სურათი ნათლად დავინახე და გადაწყვეტილებას ვერ შევცვლიდი. სხეულის ქვედა ნაწილთან კონტაქტი არ ყოფილა“ (SKY)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *