UFC 272-ის კო-მეინ ივენთზე, ერთმანეთის წინააღდმეგ მსუბუქი წონის კონტენდერებს, რაფაელ დოს ანიოსს და რაფაელ ფიზიევს უნდა ებრძოლათ. გუშინ დადასტურებული ინფორმაციით, ფიზიევს კოვიდი დაუდასტურდა და ბრძოლას გამოეთიშა. დოს ანიოსი მეტოქის გარეშე დარჩა. წინა ივენთზე, მთავარ დაპირისპირებაშიც მახაჩევიც ანალოგიურად მეტოქის გარეშე დარჩა, თუმცა ბობი გრინმა მოკლე ვადაში ბრძოლას დათანხმდა. ამჯერად კი თავად მახაჩევმა გადწყვიტა ბრძოლის გადარჩენა.
მახაჩევს და დოს ანიოსს 2020-ში უნდა ებრძოლათ, თუმცა კოვიდინფიცირების გამო ბრაზილიელი ბრძოლიდან ჩაეხსნა. ახლა კი მათ დასრულებული საქმის ბოლომდე მიყვანა გადწაყვეტიეს. თუმცა ეს არა მსუბუქ წონაში, არამედ უფრო მაღლა ბრძოლა სურთ. მახაჩევი 77კგ-ს სთავაზობს, მაგრამ დოს ანიოსს სპეციალურად შექმნილ წონაში, 75 კგ-ში სურს.
“77 კგ? მოდი გავაკეთოთ. ჩვენ დაუსრულებელი საქმე გვაქვს” – წერს მახაჩევი თვითერზე.
170 ??? Let’s do it. We have unfinished business RDA @ufc @espnmma @bokamotoESPN @MMAjunkieJohn https://t.co/1y98cgmSbV
— Makhachev Islam (@MAKHACHEVMMA) February 28, 2022
“75 კგ და თამაშში ვარ!” – პასუხობს დოს ანიოსი.
165lbs!! Division you guy created. I’m game. https://t.co/1HbCdw0dVi
— Rafael dos Anjos (@RdosAnjosMMA) February 28, 2022
“ისევ გაქცევის გეგმას აწყობ?” – ეხმაურება მახაჩევი დოს ანიოსის შემოთავაზებას.
You looking for the way out again? https://t.co/hWGMZpFeUQ
— Makhachev Islam (@MAKHACHEVMMA) February 28, 2022