დოქტორ რაშფორდი

მანჩესტერის უნივერსიტეტმა მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელს, მარკუს რაშფორდს, საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა.

23 წლის რაშფორდი ამ წოდების ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია. წოდება მას „ერთობის განსაკუთრებული შეგრძნებისთვის“ მიანიჭეს. ცნობილია, რომ მარკუსი ენერგიულად იბრძვის ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ.

Rashford was awarded an honorary doctorate from the University of Manchester

შარშან მან ბრიტანეთის მთავრობას სკოლებში უფასო კვების პროგრამა წარუდგინა და ამ საქმეში თავისი ჩართულობაც დაუდასტურა.

უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა, პროფესორმა ნენსი როტუელმა განაცხადა: „მარკუსი განსაკუთრებული ახალგაზრდაა. თავისი ასაკისთვის დაუჯერებელი ერთობისა და გულმოწყალების გრძნობით. მისი საქველმოქმდო საქმიანიბა და ხმაურიანი კამპანიები არა მხოლოდ ეხმარება მილიონობით ადამიანს, არამედ სხვებსაც უბიძგებს  დაფიქრდნენ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლისკენ“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *