მას შემდეგ, რაც მაქს ჰოლოვეი ალექსანდრ ვოლკანოვკისთან სატიტულო ბრძოლას გამოეთიშა, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლის ბედი განხილვის საგანი გახდა. ჩემპიონი ბევრმა კონტენდერმა გამოიწვია, თუმცა ვოლკანოვსკიმ კორეელ ზომბს უხმო, რომელსაც არც თუ ისე მომხიბვლელი დოსიე აქვს და სატიტულო ბრძოლის პრეტენდენტად ხშირად არც განიხილებოდა.
ვოლკანოვსკის მიერ ზომბის გამოწვევის ფაქტი, ცნობილმა MMA-ს ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმ გააშუქა. ჰელვანის პოსტს გიგა ჭიკაძეც გამოეხმაურა – ჭიკაძე ერთ-ერთია იმ კონტენდერთაგან, ვინც ვოლკანოვსკის აქტიურად იწვევდა. “ძმაო დამშვიდდი” – დააკომენტარა გიგამ ჰელვანის ინსტაგრამ პოსტზე, რასაც არიელმა შემდეგნაირად უპასუხა – “არ გინდა ჩემს შოუში მოხვიდე და ამაზე იქ ისაუბრო?”. ჰელვანის შემოთავაზება გიგამ არ მიიღო – “მე არ ვარ დაინტერესებული შენ შოუში მოსვლით, დრამის დედოფალო… მე ნამდვილ კაცებთან ვსაუბრობ და არა ისეთებთან, ვინც პირად მიმოწერას ონლაინში ასაჯაროებს, ნამდვილი კაცები ამას არ აკეთებენ… და ხო, ტელევიზორში აღარ იტირო”.
Stop bullying little kids i’m not interested coming on your show drama queen I speak to really guys don’t post the other conversation with people online Real men don’t do this and also don’t cry on life television https://t.co/QyxAELAd6z pic.twitter.com/8xM3bE3PHV
— GIGA CHIKADZE (@giga_chikadze) January 8, 2022
მებრძოლებისგან მსგავსი დამოკიდებულება ჰელვანისთვის უცხო ნამდვილად არ არის, ვინაიდან იგი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სახეა MMA-ს სამყაროში. ჰელვანი მებრძოლებს ხშირად მწვავე და უადგილო კითხვებს უსვამს, რაც სპორტსმენების გაღიზიანებსაც იწვევს. განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა აქვთ ჰელვანისა და დენა უაითს. არაეთიკური კითხვების გამო, 2016 წელს UFC-მ ჰელვანი დაბლოკა კიდეც ყველა მომავალი ივენთიდან. მართალია, აკრძალვა მოგვიანებით მოიხსნა, თუმცა ამან ჟურნალისტის რეპუტაციაზე დიდად იმოქმედა. მიუხედავად სკანდალებისა, ჰელვანი არაერთხელ გახდა წლის საუკეთესო MMA-ს ჟურნალისტი და მისი გადაცემებიც საკმაოდ პოპულალურია.