დრაფტის პირველი პიკის – კეიდ კანინგჰემის 2 ქულიანი დებიუტი ნბაში

დღეს, გამთენიისას 2021 წლის დრაფტის პირველ პიკს – კეიდ კანინგჰემს დებიუტი ქონდა ნბა-ში. მისმა „დეტროიტმა“ 110:1003 დაამარცხა „ორლანდო“ და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 20 წლის გამთამაშებელმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

კეიდმა რვაჯერ ესროლა ბურთი „მეჯიქის“ კალათისკენ და მხოლოდ ერთი ჩააგდო, (პერიმეტრიდან ხუთივე სამქულიანი გააფუჭა).

„პისტონზის“ გამარჯვებაში გადამწყვეტი ფაქტორი გუნდური თამაში იყო – „დეტროიტის“ შვიდმა კალათბურთელმა შეძლო 11 ან მეტი ქულის დაგროვება (ჯოზეფი 11, სტიუარტი 11, ლაილსი 12, ბეი 13, ჯექსონი 13, გრანტი 22.

ორლანდოს რიგებიდან გამოირჩა – 2021 წლის დრაფტის მე-8 პიკი – ფრანც ვაგნერი, რომელმაც 19 ქულა დააგროვა, ორმაგი დუბლი ქონდა კოულ ენტონის 15 ქულა+10 მოხსნა.

სეზონის საშინელი სტარტი აქვს როგორც “ორლანდოს”, ასევე “დეტრიოტს” – „მეჯიქმა“ 7 ჩატარებული მატჩიდან 6 წააგო, ხოლო „პისტონზმა“ 5-დან 1 შეხვედრა მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *