დიდი ალბათობით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარეს ავტომატურად დააფიქსირებენ. ამის შესახებ არსენ ვენგერმა თქვა: არსენალის ყოფილი მწვრთნელი ფიფას ფეხბურთის განვითარების კომიტეტს ხელმძღვანელობს.
„არის სიტუაციები, რომლებიც პრობლემებს ქმნიან. გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეში და მოქნილობაში პროგრესია საჭირო, განაკუთრებით ეს ეხება თამაშგარეს. იმედია, 2022 წელს ოპერატიულად ვიმოქმედებთ და თამაშები იშვიათად გაჩერდება. თამაშგარე ავტომატურად. ეს იქნება მორიგი დიდი მიღწევა სამართლიანობის კუთხით“.
თამაშგარე… ამ ეტაპზე ყველაზე საკამათო თემა საფეხბურთო დინამიკაში. აი, ერთა ლიგის ფინალში კილიან მბაპეს გოლმა კიდევ უფრო ბევრი კითხვა გააჩინა.