პორიესა და მაკგრეგორის მესამე დაპირისპირებამდე 1 კვირაღა რჩება. 7 წლის წინ გამართულ ბრძოლაში მაკგრეგორმა პორიე პირველივე რაუნდში ნოკაუტითდაამარცხა. პორიემ რევანში მიმდინარე წლის დასაწყისში აიღო, როცა ირლანდიელს მეორე რაუნდში ასევე ნოკაუტით სძლია. ახლა კი გადამწყვეტი ბრძოლის დროც დადგა. UFC-მ აღნიშნული ბრძოლის შესახებ ტრადიციულად დოკუმენტური ვიდეო გამოაქვეყნა.
აღნიშნული ივენთი ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქარდზე იბრძოლებს ილია თოფურიაც. იგი ორგანიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო ჯიცერს, რაიან ყოლს დაუპირისპირდება.